საქართველოს კანონი „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“
Статья 18. იარაღის მოსარგებლის უფლება-მოვალეობანი
იარაღის მოსარგებლეს უფლება აქვს:
1. შეინახოს და ატაროს იარაღი მისი მიღების პირობების შესაბამისად;
2. გამოიყენოს იარაღი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში და წესით. იარაღის მოსარგებლე ვალდებულია:
1. გამოიყენოს იარაღი მხოლოდ დანიშნულებისამებრ;
2. უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა კანონით დადგენილი წესით. დისლოკაციის ადგილების გარდა აკრძალულია შეიარაღებული ძალების მოსამსახურის სამხედრო-საბრძოლო იარაღით გადაადგილება სპეციალური ნებართვის გარეშე.
