საქართველოს კანონი „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“
Статья 17. იარაღის მესაკუთრის უფლება-მოვალეობანი
იარაღის მესაკუთრეს უფლება აქვს:
1. ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს შეძენილ იარაღსა და საბრძოლო მასალას ამ კანონით დადგენილი წესით;
2. მიიღოს კომპესაცია იარაღის ნებაყოფლობით ჩაბარების ან რეკვიზიციის შემთხვევაში. იარაღის მესაკუთრე მოვალეა:
1. აღრიცხოს, რეგისტრაციაში და ხელახალ რეგისტრაციაში გაატაროს შეძენილი იარაღი;
2. დროულად გადაიხადოს სარეგისტრაციო მოსაკრებელი;
3. დაიცვას იარაღის ტარების, გამოყენების, შენახვისა და გადაზიდვის წესი;
4. უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა;
5. უზრუნველყოს იარაღის შენახვის ადგილებში დადგენილი წესით შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა დაშვება და მათთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა;
6. დაუყოვნებლივ აცნობოს შინაგან საქმეთა ორგანოებს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაკარგვა.
