1.მინისტრი უფლებამოსილია: ა) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით გაუგრძელოს 1 წლამდე ვადით; ბ) დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ დიპლომატიური თანამდებობის პირს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გაუგრძელოს 1 წლამდე ვადით; გ) დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციულ პერსონალს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გაუგრძელოს 1 წლამდე ვადით.
დიპლომატიური სამსახურის შესახებ
