უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
Статья 9. საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება
1. საქართველოში მყოფი უცხოელი უფლებამოსილია მოითხოვოს საქართველოს მოკლევადიანი დიპლომატიური და სპეციალური ვიზების, აგრეთვე D3 კატეგორიის და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელება, თუ იგი შესაბამისი ვიზის გაცემის პირობებს აკმაყოფილებს. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისას უცხოელი თავისუფლდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულებისგან.
2. D3 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში კვლევის ჩასატარებლად მომავალ პირებს და საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში საქართველოში სასწავლებლად მომავალ პირებს, თუ ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების საფუძველი არ ითვალისწინებს ამ პირების საქართველოში 3 თვეზე მეტი ვადით დარჩენის შესაძლებლობას.
3. საქართველოს დიპლომატიური და სპეციალური ვიზების, აგრეთვე D3 კატეგორიის და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
