დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Статья 16^1. პრობაციის ოფიცრის თვითაცილება და აცილება
1. პრობაციის ოფიცერმა მსჯავრდებულის მიმართ არ შეიძლება აწარმოოს სააღსრულებო საქმე, თუ ის: ა) მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობდა დაზარალებულის სტატუსით; ბ) მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად, მოწმედ, ექსპერტად, თარჯიმნად, კანონიერ წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად; გ) მსჯავრდებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის, ანდა დაზარალებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ნათესავია; დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია სააღსრულებო საქმის წარმოების შედეგით, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც მის მიუკერძოებლობას საეჭვოს ხდის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნათესავად მიიჩნევა დედა, მამა, ბებია, პაპა, მეუღლე, შვილი, ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, რძალი, სიძე, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
