დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Всегда актуальная правовая база
1.სასჯელის სახით დანიშნული შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტების წარმოებაში მიღებასა და აღსრულებაზე, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ამ კანონის V თავით დადგენილი წესი.
2.შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტი ექვემდებარება წარმოებაში მიღებას და აღსრულების დაწყებას დაუყოვნებლივ, თუ ამ სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
3.შინაპატიმრობით მსჯავრდებულის მიმართ არ ვრცელდება ამ კანონის IV თავის მოქმედება, გარდა 12 1 მუხლისა.
4.შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულების პროცესში მსჯავრდებულზე, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები.
5.მსჯავრდებულის მიერ შინაპატიმრობის რეჟიმის (სასამართლოს/ადგილობრივი საბჭოს მიერ დადგენილი შინაპატიმრობის დროისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულის სხვა მოვალეობების) არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფროსი შესაბამისი წარდგინებით მიმართავს განაჩენის გამომტან სასამართლოს.
6.შინაპატიმრობა, როგორც წესი, აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით. ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.
7.შინაპატიმრობის აღსრულებისას მსჯავრდებულის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაკარგვის ან მსჯავრდებულის ბრალეული ქმედებით ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მას, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში – მის კანონიერ წარმომადგენელს.
8.იქ, სადაც შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით კონტროლი ტექნიკურად შეუძლებელია, კონტროლი ხორციელდება მსჯავრდებულის საცხოვრებელ ადგილზე პრობაციის ოფიცრის გაუფრთხილებელი ვიზიტით, თვეში არანაკლებ ექვსჯერ, რის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი.
9.შინაპატიმრობის აღსრულებისას ამ კანონის 12 1 მუხლით გათვალისწინებული საპატიო პირობების არსებობის შემთხვევაში, სააგენტოს უფროსთან შეთანხმებით, მსჯავრდებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული თხოვნით, პრობაციის ბიუროს უფროსის წერილობითი ნებართვით მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს საცხოვრებლიდან დროებით გასვლის უფლება.
10.შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს საფასური. ეს საფასური სააგენტოს ანგარიშზე ირიცხება და მისი მიზნების მიღწევას და ფუნქციების შესრულებას ხმარდება.
11.შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება მსჯავრდებული, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას არ აღემატება.
12.მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება: ა) შინაპატიმრობის აღსრულების წესი, პირობები და შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების საფასურის ოდენობა; ბ) შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების საფასურის გადახდის წესი და პირობები; გ) დეპოზიტზე თანხის განთავსების წესი და პირობები.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.