1.საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადების წარდგენისას განმცხადებელი იხდის მომსახურების საფასურს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ოდენობითა და წესით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2.საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება შესაბამისი მომსახურების საფასური, თუ მას საქართველოს მოქალაქეობა არამართლზომიერად შეუწყდა.
