Статья 104. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა
1. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვას გასცემს შემოსავლების სამსახური. თუ შემოსავლების სამსახური თვითონ არის საბაჟო საწყობის მფლობელი, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა საჭირო არ არის.
2. საბაჟო საწყობისათვის გათვალისწინებულ, ტერიტორიულად განცალკევებულ თითოეულ შენობაზე ან/და ტერიტორიულად განცალკევებულ თითოეულ ღია მოედანზე გაიცემა ცალკე ნებართვა.
3. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვას 3 წლის ვადით გასცემს შემოსავლების სამსახური. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პირობების გარდა, საჭიროა: ა) საბაჟო საწყობი აკმაყოფილებდეს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით; ბ) ნებართვის მაძიებელმა წარადგინოს საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან არანაკლებ ნებართვის მოქმედების ვადით დადებული სარგებლობის ექსკლუზიური უფლების (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი და სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელშეკრულების მხარის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; გ) ნებართვის მაძიებელმა წარადგინოს საბაჟო გარანტია, რომლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით; დ) ნებართვის მაძიებელს არ ჰქონდეს საგადასახადო ან/და საბაჟო დავალიანება.
4. აკრძალულია ამ მუხლით გათვალისწინებული ნებართვის სხვა პირისათვის გადაცემა, მათ შორის: ა) ნებართვის მფლობელის საწარმოს სხვა საწარმოსთან შერწყმისას ან სხვა საწარმოსთან (საწარმოებთან) გაერთიანებისას; ბ) ნებართვის მფლობელის საწარმოს გაყოფისას.
5. თუ ნებართვის მფლობელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ხორციელდება ისეთი ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია ნებართვის მფლობელის საწარმოს სრული საფირმო სახელწოდების შეცვლასთან, ნებართვის მფლობელი ვალდებულია საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში წარადგინოს შემოსავლების სამსახურში საბაჟო გარანტია, რომელშიც „პრინციპალის“ გრაფაში მიეთითება ნებართვის მფლობელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად სრული საფირმო სახელწოდება. წარდგენილი საბაჟო გარანტიის ვადა უნდა იყოს არანაკლებ ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადისა. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1911 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.221 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2668 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.27
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საბაჟო კოდექსი
