1.ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულზე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.
2.ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულზე პროკურორის, დაზარალებულის ან მისი წარმომადგენლის შუამდგომლობით, სასამართლოს (მოსამართლის) განჩინებით (დადგენილებით) შეიძლება ჩატარდეს დახურული სასამართლო სხდომა.
3.ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს დაცვის სპეციალური ღონისძიებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
4.ადამიანით მოვაჭრე იურიდიული პირის მიმართ გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
5.ადამიანით მოვაჭრეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება ჩამოერთვას დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება.
6.ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულზე სისხლის სამართლის პროცესის დაწყებამდე, სისხლის სამართლის პროცესში და მისი დასრულების შემდეგ ხორციელდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კანონით.




