1. ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.
2. პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა (გარდა სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისა) გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ნებართვის მფლობელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება ვადა და შესაბამისი პირობები სანებართვო პირობების შესრულებისთვის.
Правовая карта
Нажмите, чтобы открыть
СсылкаБлизко по смыслуლატარიების, აზარტული დ…საქართველოს ადმინისტრა…თამბაქოს კონტროლის შეს…საქართველოს ზოგადი ადმ…ლიცენზიებისა და ნებართ…გარემოსდაცვითი შეფასებ…
Только для информации — не юридическая консультация.
3. გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება.
4. თუ ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად ნებართვის მფლობელის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი სანებართვო პირობების შესრულება, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ. 4 1 . თუ ნებართვის მფლობელმა, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37 1 მუხლის „ბ“, „დ“, „ვ“, „თ“, „კ“, „ო“, „ჟ“ ან „ს“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, არ შეასრულა სანებართვო პირობები, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ. 4 2 . სამორინეს მოწყობის ნებართვის/სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში უქმდება აღნიშნული ნებართვის საფუძველზე გაცემული აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა. 4 3 . თუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა გაცემულია სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, სამორინის მოწყობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში უქმდება აღნიშნული ნებართვის საფუძველზე მიღებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა. 4 4 . თუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა გაცემულია სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში უქმდება აღნიშნული ნებართვის საფუძველზე მიღებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა. 4 5 . ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში უქმდება აღნიშნული ნებართვის საფუძველზე მიღებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა.
5. ნებართვის გამცემმა ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა დაასაბუთოს პასუხისმგებლობის ამ ფორმის გამოყენების აუცილებლობა.
6. ნებართვის გაუქმება ნიშნავს ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებას.
7. ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის: ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნა; ბ) ნებართვის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია), დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადება, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; გ) კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა. დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე.
8. ნებართვის გამცემი ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესით. ნებართვის გამცემი ვალდებულია ნებართვის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, აგრეთვე გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ნებართვის გამცემი ვალდებულია 3 დღის ვადაში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ნებართვის გაუქმების შესახებ და ნებართვის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გაუქმების თაობაზე.
10. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში.
11. სანებართვო მოწმობა ნებართვის გამცემს უნდა დაუბრუნდეს ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში.
12. თუ ნებართვის გაუქმებამ უფრო მეტი ზიანი შეიძლება გამოიწვიოს, ვიდრე ნებართვის მოქმედების გაგრძელებამ, ან არსობრივად შეუძლებელია მისი მოქმედების შეჩერება, ნებართვის გამცემი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ნებართვის მფლობელისათვის მის მიერ დადგენილი პირობების დაცვით სანებართვო ქმედების განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში უზრუნველყოს დამატებითი სანებართვო პირობების შესრულება.
13. თუ ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის მფლობელის მიერ არ იქნება უზრუნველყოფილი სანებართვო პირობების შესრულება, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია ნებართვის მფლობელისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად მიიღოს გადაწყვეტილება სანებართვო პირობების შესრულების თვითონ ან მესამე პირთა მეშვეობით, ნებართვის მფლობელის სახელითა და ხარჯით უზრუნველყოფის შესახებ.
14. კანონით გათვალისწინებულ ნებართვათა სახეების შემთხვევაში, როდესაც სანებართვო პირობების შესრულება შეუძლებელია ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული წესით, ნებართვის გამცემის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სანებართვო ქმედების განსახორციელებლად და სანებართვო პირობების შესასრულებლად სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ. თუ დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ზიანი, ნებართვის გამცემი დასაბუთებული გადაწყვეტილებით ნიშნავს სპეციალურ მმართველს და დაუყოვნებლივ წარუდგენს სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად.
15. შესაძლებელია ამ მუხლის მე-12, მე-13 და მე-14 პუნქტებით დადგენილი წესი გამოყენებულ იქნეს ნებართვის მფლობელის დაჯარიმების მიუხედავად, თუ ნებართვის გამცემისათვის წინასწარ ცნობილია, რომ ნებართვის მფლობელის მიმართ ჯარიმის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სანებართვო პირობების შესრულებას. ნებართვის გამცემი ვალდებულია დაასაბუთოს აღნიშნული გადაწყვეტილება.
16. სპეციალური მმართველი უფლებამოსილია ნებართვის მფლობელის ხარჯით სალიცენზიო პირობების შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში შესრულების უზრუნველყოფის მიზნით განახორციელოს ყველა ღონისძიება, რომელიც უკავშირდება სანებართვო ქმედებას. თუ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი, სპეციალური მმართველის მიერ განხორციელებულ ქმედებათა ყოველთვიურ ანგარიშს ამტკიცებს სასამართლო.
17. სპეციალური მმართველი შესასრულებელი სანებართვო პირობების გათვალისწინებით ინიშნება განსაზღვრული ვადით. თუ დადგენილ ვადაში ვერ შესრულდა სანებართვო პირობები, სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს აღნიშნული ვადა.
18. ნებართვის მფლობელი ვალდებულია სპეციალური მმართველის მოთხოვნისას დაუყოვნებლივ მიაწოდოს მას სანებართვო ქმედებასთან დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაცია ან მატერიალური საშუალებები. ნებართვის მფლობელის მიერ აღნიშნული მოვალეობის შეუსრულებლობა ან სპეციალური მმართველისათვის ხელის შეშლა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
19. სპეციალური მმართველის ან თვით ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების უზრუნველყოფის შემთხვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სპეციალური მართვის გაუქმების შესახებ.
20. ყველა ქმედება, რომელიც მიმართულია სანებართვო პირობების შესრულების უზრუნველყოფისაკენ, მათ შორის, სპეციალური მმართველის ანაზღაურება, ხორციელდება ნებართვის მფლობელის ხარჯით.
21. სპეციალური მმართველის უფლებამოსილების, საქმიანობისა და ანაზღაურების საკითხები, სანებართვო ქმედების სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლებელია დამატებით დარეგულირდეს ნებართვის გამცემის ან მისი ზემდგომი (მაკონტროლებელი) ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტით.
22. ამ მუხლის მე-11–21-ე პუნქტები არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე. საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3533 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.274 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4936 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5247 - ვებგვერდი, 22.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5450 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6054 – ვებგვერდი, 27.04.2012წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3371 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2585 – ვებგვერდი, 24.02.2023წ. საქართველოს 2026 წლის 27 მაისის კანონი №1579 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах