სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ
Статья 24. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებული პირის ვალდებულებები
Редакция №8 Сверено с действующей редакцией · 26 июн. 2025 г.
სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებული პირი ვალდებულია: ა) არ გაამჟღავნოს სახელმწიფო საიდუმლოება, რომელიც მას გაანდეს ან მისთვის ცნობილი გახდა; ბ) შეასრულოს „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესით“ გათვალისწინებული მოთხოვნები; გ) უფლებამოსილ თანამდებობის პირს აცნობოს იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც ხელს უშლის სახელმწიფო საიდუმლოების დაცვაში. თავი VI სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა
