საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 116^8. საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიკატის გარეშე ან შეჩერებული ან გაუქმებული სერტიფიკატით პარაპლანით ფრენის ოპერირება
1. საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიკატის გარეშე ან შეჩერებული ან გაუქმებული სერტიფიკატით პარაპლანით ფრენის ოპერირება − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთი წლის განმავლობაში მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელი დაედო, – გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3270 – ვებგვერდი, 04.07.2023წ.
