საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 268^2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესი
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ამ მუნიციპალიტეტის სათანადო უფლებამოსილი ორგანო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს გადასცემს (აბარებს) ან უგზავნის ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ეს პირი ან ამ პირის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე ქმედუნარიანი წევრი ჩაიბარებს გზავნილს, ხოლო თუ აღნიშნული პირი ან ამ პირის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე ქმედუნარიანი წევრი უარს განაცხადებს გზავნილის ჩაბარებაზე, გზავნილის მიმტანი უფლებამოსილი პირი გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს, რაც მის ჩაბარებად მიიჩნევა.
3. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ჩაბარება ვერ მოხერხდა ან მისი გაგზავნა შეუძლებელია, აღნიშნული გადაწყვეტილება (მისი ასლი) ჩაბარებულად მიიჩნევა ამ გადაწყვეტილების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სათანადო უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
