საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 268^1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ან/და ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი დოკუმენტის/შეტყობინების ჩაბარების წესი
1. ამ კოდექსის 234 1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას სამართალდამრღვევს გადაეცემა ადგილზე გამოცემული საჯარიმო ქვითრის/მიღებული დადგენილების ასლი, ხოლო თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს მისი ასლის მიღებაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირი ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში/დადგენილებაში, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითრის/დადგენილების ასლი ჩაბარებულად მიიჩნევა.
2. თუ ამ კოდექსის 234 1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ადგილზე არ განიხილება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარების წესი განისაზღვრება ამ მუხლის მე-3−მე-8 ნაწილებით.
