1.მოხელე არ შეიძლება განთავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან შტატების შემცირების ან ატესტაციის შედეგების გამო იმ დროის განმავლობაში , როდესაც მისი სამსახურებრივი ურთიერთობები შეჩერებულია : ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნისას ; სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის , სასწავლო შეკრების , რეზერვისტთა მობილიზაციის დროს ; საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში კანდიდატად წამოყენებისას , გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა .



