Статья 23. სამსახურის ვადა
1. მოხელე სამსახურში ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. სამსახურში განსაზღვრული ვადით მიიღება: ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის შემცვლელი – მოხელის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან განთავისუფლებამდე; ბ) თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის მოვალეობის შემსრულებელი – კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე; გ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე და მრჩეველი (ექსპერტი), საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს მოხელე – არა უმეტეს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადით; გ 1 ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სამდივნოს მოხელე – არა უმეტეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის უფლებამოსილების ვადით; დ) პარლამენტის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომიტეტის თავმჯდომარის მრჩეველი და თანაშემწე, აგრეთვე პარლამენტის წევრის თანაშემწე – შესაბამისი უფლებამოსილების ვადით; დ 1 ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების თავმჯდომარეთა, მათ მოადგილეთა, კომისიების თავმჯდომარეთა თანაშემწეები – შესაბამისი უფლებამოსილების ვადით; დ 2 ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეების მრჩევლები და თანაშემწეები – არაუმეტეს თავმჯდომარეთა უფლებამოსილების ვადით ; ე) მინისტრის მოადგილე და საპარლამენტო მდივანი – არა უმეტეს მინისტრის უფლებამოსილების ვადით; ე 1 ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა მოადგილეები – არაუმეტეს მინისტრთა უფლებამოსილების ვადით ; ვ) მინისტრის თანაშემწე და მრჩეველი – არა უმეტეს მინისტრის უფლებამოსილების ვადით; ვ 1 ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა მრჩევლები და თანაშემწეები – არაუმეტეს მინისტრთა უფლებამოსილების ვადით ; ზ) შტატგარეშე მოსამსახურე – დავალების შესრულების ვადით; თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოსამსახურე.
