1.
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.მოხელეს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება წინააღმდეგ ნაჩვენებია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის ან ეს მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას, ვიდრე მას აქვს.
3.მოხელეს შეუძლია ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ამავე დაწესებულებაში შეასრულოს არმყოფი მოხელის მოვალეობა არა უმეტეს 1 თვისა კალენდარული წლის განმავლობაში. არმყოფი მოხელის მოვალეობის შესრულება 1 თვეზე მეტი ვადით შეიძლება იმ მოხელის თანხმობით, რომელმაც უნდა შეასრულოს ეს მოვალეობა.
4.მოხელეებს, რომლებიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცვლიან მოხელეს, თავიანთი ხელფასის გარდა ეძლევათ დანამატი არმყოფი მოხელის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
5.მოხელეს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცვლის არმყოფ მოხელეს, ეძლევა არმყოფი მოხელის თანამდებობრივი სარგო, თუ უკანასკნელი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს; თუ არმყოფი მოხელის თანამდებობრივი სარგო ნაკლებია შემცვლელის თანამდებობრივ სარგოზე, მაშინ შემცვლელ მოხელეს უნარჩუნდება თავისი სარგო. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2470-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.411
Изменения, которые прошла эта статья
Specifies conditions for temporary replacement of employees or filling vacant positions, referencing multiple amended articles.
акт об изменении №3031098Modification of paragraph 3 of Article 57, limiting temporary duty assignments to one month per calendar year and requiring consent for longer periods.
акт об изменении №29380Clarifies circumstances under which a superior can assign duties to a temporarily absent employee or fill vacant positions.
акт об изменении №22900Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.