Статья 98. სამსახურიდან განთავისუფლება დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო
1. მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო: ა) გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე; ბ) ატესტაციის შედეგების საფუძველზე; გ) იმ დოკუმენტის არქონისას, რომელიც აუცილებელია მოცემული თანამდებობის დასაკავებლად; დ) სახელმწიფო ენის არადამაკმაყოფილებელი ცოდნის და ნორმალური ურთიერთობის შეუძლებლობის გამო; ე) თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას სათანადოდ შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობანი; ვ) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო; ზ ) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მოხმარების ფაქტზე პერიოდული , შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმების შედეგად საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილ ნივთიერებათა მოხმარების დადასტურებისას , გარდა მოხელის მიერ ამ ნივთიერებათა სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა .
2. (ამოღებულია). საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №200, სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.86 საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2470-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.411 საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6247 – ვებგვერდი, 08.06.2012წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საჯარო სამსახურის შესახებ
