არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
Статья 21. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული სხვა პირები
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული სოციალური მუშაკი, მედიატორი, პრობაციის ოფიცერი, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების პერსონალი და შესაბამისი პატიმრობის დაწესებულების პერსონალი. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობს აგრეთვე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ფსიქოლოგი. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2271 – ვებგვერდი, 21.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2390 – ვებგვერდი, 12.06.2018წ. თავი IV არასრულწლოვანი მოწმე და არასრულწლოვანი დაზარალებული
