Статья 39
1. საქართველოში რეგისტრირებულ გემს უნდა ჰქონდეს შემდეგი ძირითადი საბუთები: ა) რეგისტრაციის მოწმობა; ბ) გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობის წევრებით დაკომპლექტების დოკუმენტი (გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების მოწმობა); გ) გემის ჟურნალი; დ) სამანქანო ჟურნალი (მექანიკური ძრავის მქონე გემის შემთხვევაში); ე) გემის რადიოსადგურის ჟურნალი (საჭიროების შემთხვევაში); ვ) გემის სანიტარიული მოწმობა; ზ) გემის რადიოსადგურის მოწმობა და სხვა საბუთები რადიოკავშირის რეგლამენტის თანახმად; თ) გემის ეკიპაჟის წევრთა სია; ი) სხვა საბუთები (მოწმობები და ა. შ.), რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.
2. ამ მუხლში აღნიშნული ჟურნალები იწარმოება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით. შევსებული ჟურნალები გემზე 3 წლის განმავლობაში ინახება.
3. ამ მუხლში აღნიშნული ძირითადი საბუთების მატერიალური ან ელექტრონული ვერსიები გემზე უნდა ინახებოდეს. გემისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ელექტრონული მოწმობის, მათ შორის, აღნიშნული მოწმობის პერიოდული დამოწმების, აგრეთვე მისი წარმომავლობის, კანონიერი ძალის (ვალიდაციის) და ნამდვილობის დადასტურების მკაფიო და მარტივი ინსტრუქცია მოწმობაში არსებული ინფორმაციის დასადასტურებლად.
4. სპეციალური მომსახურების და სპორტულ გემებს შეიძლება არ ჰქონდეთ სატონაჟო მოწმობა. სპეციალური მომსახურების გემის წყალწყვა შეიძლება განისაზღვროს გამარტივებული წესით, რაც დასტურდება შესაბამისი მოწმობის გაცემით.
5. პატარა გემი არ არის ვალდებული, ჰქონდეს სამანქანო ან სანიტარიული ჟურნალი, თუ გემთმფლობელის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
6. საქართველოს გემებს, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობაში, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საბუთების გარდა, უნდა ჰქონდეთ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა სავალდებულო მოწმობები.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან გამონაკლისის დაშვება სააგენტოს შეუძლია მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91 საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3072 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
