Статья 3
Редакция №11 Сверено с действующей редакцией · 31 окт. 2014 г.
პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა: ა) პირი, რომელმაც უშუალოდ განიცადა პოლიტიკური რეპრესია; ბ) პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის მეუღლე, შვილი (ნაშვილები), მშობელი და პირდაპირი ხაზის სხვა ნათესავი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გადასახლებაში, გასახლებაში, სპეციალური დასახლების ადგილას.
