თუ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო დაადგენს, რომ მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი არ ასრულებს/არაჯეროვნად ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრულ მოვალეობებს, არღვევს სამეურვეო პირის/სამზრუნველო პირის/მხარდაჭერის მიმღების უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, მას უარყოფითი დასკვნა გამოაქვს და მოქმედებს შემდეგნაირად: ა) თუ მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის მოქმედებების ინტენსივობა ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის არასაკმარისია: ა.ა) სოციალური მუშაკის მეშვეობით ეხმარება მეურვეს/მზრუნველს/მხარდამჭერს, რათა მან უკეთ გააცნობიეროს და შეასრულოს თავისი მოვალეობები; ა.ბ) თავისი მოვალეობისაგან ათავისუფლებს მეურვეს/მზრუნველს; ა.გ) მიმართავს სასამართლოს მხარდამჭერის თავისი მოვალეობისაგან განთავისუფლების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები); ბ) მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის მოქმედებების ინტენსივობის შესაბამისად მოქმედებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესებით. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Статья 1305^5. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეაგირება მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობაზე/არაჯეროვნად შესრულებაზე
Редакция №140 Сверено с действующей редакцией · 25 июн. 2026 г.






