1.მეურვეს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ: ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს შინაპატიმრობას, ვადიან თავისუფლების აღკვეთას ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ან თუ სასამართლო მას უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს, გარდაცვლილად გამოაცხადებს ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობს, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან; ბ) დაარღვევს ინტერესთა კონფლიქტის ამ კანონით დადგენილ ნორმებს; გ) ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ განახორციელებს მეურვის უფლებამოსილებას; დ) 1 კალენდარული წლის განმავლობაში 3 თვეზე მეტი ხნით არ ან ვერ განახორციელებს მეურვის უფლებამოსილებას; ე) საკუთარი ნებით, თავისივე წერილობითი განცხადებით გადადგება თანამდებობიდან – განცხადების საქართველოს პარლამენტში ოფიციალურად წარდგენის (ჩაბარების) დღიდან; ვ) გარდაიცვლება – გარდაცვალების დღიდან.
