საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Статья 802. სადაზღვევო მოწმობა (პოლისი)
1. მზღვეველი ვალდებულია დამზღვევს ჩააბაროს მატერიალურად ან ელექტრონულად ხელმოწერილი დოკუმენტი დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ (სადაზღვევო მოწმობა (პოლისი)). ამასთანავე, მზღვეველის მიერ გაცემული ელექტრონული დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. დასაშვებია მზღვეველის მიერ დამზღვევისთვის სადაზღვევო მოწმობის (პოლისის) ელექტრონულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარება.
2. სადაზღვევო მოწმობა უნდა შეიცავდეს: ა) ხე ლშეკრულების მხარეების ვინაობასა და მათ ადგილსამყოფელს (საცხოვრებელ ადგილს ან იურიდიულ მისამართს); ბ) დაზღვევის საგნისა და დაზღვეული პირის დასახელებას; გ) სადაზღვევო რისკის განსაზღვრას; დ) დაზღვევის დასაწყისსა და ხანგრძლივობას; ე) სადაზღვევო თანხის ოდენობას; ვ) სადაზღვევო შესატანის მოცულობას, მისი გადახდის ადგილსა და ვადას.
3. თუ დაზღვევის საგანს წარმოადგენს პირის სიცოცხლე, მაშინ დამატებით აუცილებელია მონაცემები მზღვევლის მოგების დაანგარიშებისა და ამ მოგების განაწილების პირობების შესახებ. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3278 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
