1.მზღვეველი თავისი მოვალეობის შესრულებისაგან თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ სხვა პირის დაზღვევისას სარგებლის მიმღები უკანონო მოქმედებით განზრახ გამოიწვევს უბედურ შემთხვევას.
2.თუ სხვა პირს აქვს სარგებლის მიღების უფლება, მას ეს უფლება ჩამოერთმევა მაშინ, თუ იგი უბედურ შემთხვევას გამოიწვევს განზრახ უკანონო მოქმედებით.





