ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ
Статья 22
1. ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ბიურო (შემდგომში – ბიურო) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ბიუროდან, ამ კანონით დადგენილ ფარგლებში, ხორციელდება იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულია: ა) დაუდგენელი ავტომოტოტრანსპორტით; ბ) დაუზღვეველი ავტომოტოტრანსპორტით; გ) გატაცებული ავტომოტოტრანსპორტით.
3. პასუხისმგებელი პირის დადგენის შემთხვევაში ბიურო უფლებამოსილია გაცემული თანხის რეგრესული მოთხოვნა წაუყენოს უშუალოდ ზიანის მიმყენებელ, პასუხისმგებელ პირს, ასევე გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს, თუ დადასტურდა ავტომოტოტრანსპორტის გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების წესების დარღვევით ჩატარების ფაქტი.
4. ყველა მზღვეველი, ვინც მიიღებს მონაწილეობას მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევაში, ვალდებულია ბიუროში შეიტანოს მთლიანი სადაზღვევო პრემიის 20% თითოეულ დაზღვეულზე. მზღვეველის მიერ ჯარიმა-პრემიის (ბონუს-მალუსის) სისტემის ამოქმედება ბიუროში სადაზღვევო პრემიის შენატანებზე არ ვრცელდება.
5. მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ნაწილში ბიუროს მიმართ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დაწესებული სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდების განთავსებისა და ინვესტირების წესი.
