1.თარჯიმანს იძახებენ, როცა: ა) გამომძიებელმა, პროკურორმა, მოსამართლემ (მოსამართლეებმა) არ იციან ან სათანადოდ არ იციან ენა, რომელზედაც პროცესის მონაწილე იძლევა განმარტებას ან ჩვენებას; ბ) ბრალდებულმა, ეჭვმიტანილმა, დამცველმა, დაზარალებულმა, სამოქალაქო მოსარჩელემ, სამოქალაქო მოპასუხემ, მათმა წარმომადგენლებმა, პროცესის სხვა მონაწილეებმა არ იციან ან სათანადოდ არ იციან ენა; გ) საჭიროა მეორე ენიდან ითარგმნოს ესა თუ ის წერილობითი ტექსტი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
