საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 11. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის დაცვის უფლების უზრუნველყოფა
1. სასამართლო და თანამდებობის პირი, რომლებიც სისხლის სამართლის პროცესს ახორციელებენ, ვალდებულნი არიან ეჭვმიტანილი, ბრალდებული და განსასჯელი უზრუნველყონ დაცვის უფლებით, განუმარტონ უფლებები, მისცენ შესაძლებლობა, დაიცვან თავი კანონით ნებადართული ყველა საშუალებით, უზრუნველყონ მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.
2. მსჯავრდებული და გამართლებული დაცვის უფლებით უზრუნველყოფილ უნდა იქნეს განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში.
3. სისხლის სამართლის საქმეში დამცველის ან კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობა არ ართმევს დასაცავ პირს მის კუთვნილ უფლებებს. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
