1.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.ბრალდებისა და დაცვის მხარეთა შუამდგომლობები ერთნაირი ყურადღებით უნდა განიხილებოდეს.
3.ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, დამცველის, დაზარალებულის, დაზარალებულის წარმომადგენლის, პროცესის სხვა მონაწილის დასაბუთებული შუამდგომლობა მტკიცებულების გამოთხოვის, სასამართლო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ უნდა დააკმაყოფილონ გამომძიებელმა, პროკურორმა, პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა.
4.ბრალდების მხარის შუამდგომლობა იმ მტკიცებულების გამოთხოვის, საქმეზე დართვისა და გამოკვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს წაყენებულ ბრალდებას ან ამძიმებს განსასჯელის პასუხისმგებლობას, აუცილებლად უნდა დააკმაყოფილონ პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა.
5.შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.
6.შუამდგომლობის უარყოფის შესახებ ორგანოს ან პირს, რომლის სახელზედაც იყო იგი შეტანილი, გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება (განჩინება). ეს დადგენილება (განჩინება) წინასწარი გამოძიების დროს გადაეცემა შუამდგომლობის შემტან პირს, ხოლო სასამართლოში იგი გამოცხადდება. ერთი და იმავე შინაარსის შუამდგომლობა, რომელზედაც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, მეორედ აღარ განიხილება.
7.თუ განმცხადებელი არ ეთანხმება გამომძიებლის მიერ შუამდგომლობის უარყოფას, მას უფლება აქვს ასეთივე შუამდგომლობით მიმართოს პროკურორს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
Изменения, которые прошла эта статья
Highlights the duty to ensure the rights of the accused are protected.
акт об изменении №29152Not addressed in the amendments.
акт об изменении №12046Unspecified change.
акт об изменении №11614Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.