საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 25. სუბსიდიური სისხლისსამართლებრივი დევნა
1. დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს უფლება აქვთ მხარი დაუჭირონ პროკურორის მიერ ფორმულირებულ სახელმწიფო ბრალდებას.
2. თუ პროკურორი უარს იტყვის ბრალდებაზე ან შეცვლის ბრალდებას, დაზარალებულს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს სასამართლოში მხარი დაუჭიროს წინანდელ ბრალდებას. ასეთ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა არ წყდება, ხოლო პროკურორს უფლება აქვს არ მიიღოს მონაწილეობა საქმის შემდგომ განხილვაში. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
