1.საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება ყველა კატეგორიის დანაშაულის საქმეებზე.
2.საჯარო სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებენ პროკურორი და გამომძიებელი.
3.საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისას პროკურორი და გამომძიებელი შებოჭილნი არ არიან დაზარალებულისა და სხვა პირთა პოზიციით.
4.(ამოღებულია).
5.ბრალდების წარდგენისათვის საკმარის მტკიცებულებათა შეკრების შემდეგ გამომძიებელს პროკურორის თანხმობით ან პროკურორს გამოაქვს დადგენილება პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. 5 1 . ბრალდების წარდგენისათვის საკმარის მტკიცებულებათა შეკრების შემდეგ, თუ გამომძიებელი პროკურორის თანხმობით ან პროკურორი არ გამოიტანს დადგენილებას პირის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, დაზარალებულს, მის წარმომადგენელს, სამოქალაქო მოსარჩელეს, აგრეთვე იმ პირს, რომლის მიმართაც ხდება მტკიცებულებათა შეკრება, უფლება აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით ზემდგომ პროკურორთან ან გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შეიტანოს საჩივარი და მოითხოვოს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. 5 2 . ბრალდებულს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გადაცემიდან 10 დღის ვადაში უფლება აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით ზემდგომ პროკურორთან ან გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შეიტანოს საჩივარი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შეგნებულად გაჭიანურების თაობაზე. საჩივრის დაკმაყოფილება წარმოადგენს ამ პირის მიმართ ამ კონკრეტულ ბრალდებასთან დაკავშირებით არსებული ყველა იმ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საფუძველს, რომლებიც მოპოვებულ იქნა წინასწარი გამოძიების დროს მას შემდეგ, რაც შეიქმნა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკმარისი საფუძველი. 5 3 . ამ მუხლის 5 1 და 5 2 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში რაიონული (საქალაქო) სასამართლო საჩივარს იხილავს ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება ექვემდებარება გასაჩივრებას ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ან საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.
6.პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 48 საათისა, ხოლო დანიშნულ დროს ბრალდებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში – მისი მიყვანისთანავე, გამომძიებელი ამ დადგენილებას წარუდგენს ბრალდებულს. გამომძიებელი უფლებამოსილია, ამ კოდექსის 311-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით დაკითხოს ბრალდებული წაყენებული ბრალდების გამო. დაკითხვაში მონაწილეობის უფლება აქვთ პროკურორსა და დამცველს. პირისათვის ბრალდების წარდგენისა და მისი ბრალდებულის სახით დაკითხვის ამ ნაწილით დადგენილი წესი არ გამოიყენება, თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას.
7.წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ პროკურორი, თუ არსებობს საამისო საფუძველი, ადგენს საბრალდებო დასკვნას და მის ასლს გადასცემს ბრალდებულს. თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, საბრალდებო დასკვნის ასლი გადაეცემა მის დამცველს.
8.პროკურორის მიერ ბრალდების შეცვლა და ბრალდებაზე უარის თქმა სავალდებულოა გამომძიებლისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გამომძიებელს უფლება აქვს ამ საკითხის გადასაწყვეტად მიმართოს ზემდგომ პროკურორს (58-ე მუხლი). თუ პროკურორი სასამართლოში უარს იტყვის ბრალდებაზე, სასამართლო ვალდებულია შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე ან გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი. სასამართლოში ბრალდების შეცვლისას პროკურორი ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს ბრალდების ახალი წერილობითი ფორმულირება. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2359 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.375 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15





