საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 26. კერძო-საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, 138-ე მუხლის პირველი ნაწილით, 139-ე, 153-ე, 157-ე, 167-ე, 175-ე, 189-ე და 189 1 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება მხოლოდ დაზარალებულის საჩივრის საფუძველზე და ბრალდებულთან დაზარალებულის შერიგების გამო არ წყდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს როგორც დაზარალებულს, ისე ბრალდებულს.
2. თუ საქმეს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე დანაშაულის შესახებ განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს, ამასთანავე, დაზარალებულს უმწეო მდგომარეობის ან ბრალდებულზე დამოკიდებულების გამო არ შეუძლია დაიცვას თავისი უფლებები და კანონიერი ინტერესები, პროკურორს უფლება აქვს დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა, თუნდაც არ არსებობდეს დაზარალებულის საჩივარი, ოღონდ იმ პირობით, რომ ქმედუნარიან დაზარალებულს ამაზე წერილობითი თანხმობა აქვს მიცემული. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2006 წლის 11 აპრილის კანონი №2835 - სსმ I, №11, 01.05.2006წ., მუხ.76
