1.სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად პროკურორი წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
1.სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად პროკურორი წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას ამ კოდექსით დადგენილი წესით.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.პროკურორი უფლებამოსილია: ა) საქმის გამოძიება დაავალოს წინასწარი გამოძიების ორგანოს ან გამომძიებელს; ბ) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში ან თვითონ აწარმოოს წინასწარი გამოძიება სრული მოცულობით. თუ პროკურორი თვითონ აწარმოებს წინასწარ გამოძიებას, მაშინ იგი მოქმედებს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში; გ) გამომძიებელს, ქვემდგომ პროკურორს მისცეს სავალდებულო მითითებანი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, საგამოძიებო ვერსიათა შემოწმებისა და წინასწარი გამოძიების წარმოებისას წამოჭრილი სხვა საკითხების შესახებ; დ) მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის ცალკეული მასალები ან სისხლის სამართლის საქმე მთლიანად; ე) მოითხოვოს ცნობები სისხლის სამართლის საქმის მსვლელობისა და დაპატიმრებული ბრალდებულის შესახებ; ვ) გამოიტანოს დადგენილება პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ ან მისცეს თანხმობა ასეთი დადგენილების გამოტანაზე, წაუყენოს პირს ბრალდება, მონაწილეობა მიიღოს ბრალდებულის დაკითხვაში ამ კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; ვ 1 ) გამოიტანოს დადგენილება ძებნილი პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ; ვ 2 ) მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ; ზ) მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, მისი ვადის გაგრძელების ან აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ მოსამართლის ბრძანების მისაღებად; თ) გააუქმოს გამომძიებლის, ქვემდგომი პროკურორის დადგენილებანი; ი) ჩამოართვას საქმე ერთ გამომძიებელს და გადასცეს მეორეს საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ მოთხოვნათა დაცვით. საქართველოს მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უფლება აქვთ, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად ამოიღონ ნებისმიერი საქმე, გადასცენ იგი გამოსაძიებლად პროკურატურის გამომძიებელს ან სხვა საგამოძიებო უწყებას; კ) ჩამოაშოროს გამომძიებელი საქმის შემდგომ გამოძიებას; ლ) შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა, აგრეთვე შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გამოძიება, თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძვლები; მ) დაუბრუნოს გამომძიებელს საქმე დამატებითი გამოძიებისათვის; ნ) შეადგინოს საბრალდებო დასკვნა და საქმე წარმართოს სასამართლოში; ო) გადაწყვიტოს საჩივარი გამომძიებლის მოქმედებისა და დადგენილების გამო, ხოლო მისი სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში საჭირო ახსნა-განმარტება მისცეს სასამართლოს; პ) ამ კოდექსის 679 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბრალდებულთან დადოს საპროცესო შეთანხმება და სასამართლოში წარადგინოს შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე; ჟ) ამ კოდექსის 37 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღძრას სარჩელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ; ჟ 1 ) ამ კოდექსის 37 3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღძრას სარჩელი პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირად ცნობის თაობაზე; რ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
3.საქართველოს მთავარი პროკურორი უფლებამოსილია მოსამართლის მიმართ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ ბრძანების მიღების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. დაუშვებელია მოსამართლის მიმართ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელება სასამართლოს სათათბირო ოთახში. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279 საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5197 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.284 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5981 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.68 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №796 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ.283
Изменения, которые прошла эта статья
The prosecutor's powers during pre-trial investigation are expanded to include filing claims for information regarding individuals connected to those convicted of illegal economic activities in occupied territories, as per Article 37^3.
акт об изменении №19660Expands the Chief Prosecutor's authority over investigations, including case reassignment and access to investigative actions with judicial oversight.
акт об изменении №19294Procurators now have the authority to issue rulings to suspend the validity of a citizen's passport for wanted individuals or submit requests to the court for suspension for suspects/accused.
акт об изменении №22036The prosecutor's authority in Article 56 is updated to specifically include initiating petitions for asset forfeiture under the new Article 37^1.
акт об изменении №22162Clarifies the prosecutor's role in submitting indictments and bringing cases to court.
акт об изменении №22126Adds a new section about justifiable absence
акт об изменении №26092Highlights the duty to ensure the rights of the accused are protected.
акт об изменении №29152Procurator can now enter into an agreement with the accused on compensating material damages to the victim according to Article 37^2
акт об изменении №32710Grants prosecutors additional powers, including negotiating plea bargains and initiating asset recovery procedures against officials.
акт об изменении №13354Wording change regarding accused status. Minimal impact; semantic clarification.
акт об изменении №11710Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.