1.ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის ყოველი დაკითხვისას ადგენს ოქმს, რომელშიც უნდა აისახოს დაკითხვის ადგილი, დრო, გამომძიებლის გვარი და თანამდებობა, ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე, რიცხვი და დაბადების ადგილი, მოქალაქეობა, განათლება, ოჯახური მდგომარეობა, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი, საქმიანობა ან თანამდებობა, ინფორმაცია იმის თაობაზე, იყო თუ არა ნასამართლევი, აქვს თუ არა მიღებული სახელმწიფო ჯილდოები, აგრეთვე მონაცემები ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის შესახებ, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ საქმისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
