საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 355. შემოწმების ოქმი
1. შემოწმების ჩატარებისას გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს ამ კოდექსის 287-ე–289-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ოქმში აღწერილი უნდა იყოს შემმოწმებელი პირის ყველა მოქმედება იმ თანამიმდევრობით, როგორითაც ის სრულდებოდა, და შემოწმებისას აღმოჩენილი ყველა კვალი, თავისებურება და ნიშანი. ოქმს ხელს აწერენ გამომძიებელი ან პროკურორი, აგრეთვე შემოწმებული, ექიმი და სხვა სპეციალისტი.
2. თუ შემოწმებას ატარებს ექიმი, იგი ადგენს და ხელს აწერს ოქმს, რომელსაც ასევე ხელმოწერით ადასტურებს შემოწმებული, რის შემდეგაც იგი გადაეცემა გამომძიებელს ან პროკურორს. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 თავი XLIV ექსპერტიზა
