1.თავმჯდომარე განსასჯელს განუმარტავს მისთვის წაყენებული ბრალდების არსს, მისი ქმედების კვალიფიკაციასა და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სასჯელს, წარდგენილი სამოქალაქო სარჩელის საფუძველსა და ოდენობას. თუ განსასჯელი რამდენიმეა, ასეთი განმარტება ეძლევა ყოველ მათგანს. განსასჯელს უფლება აქვს უარი თქვას განმარტების მოსმენაზე. საქმეში განსასჯელის კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობისას ასეთი უარის მიღება შეიძლება მხოლოდ მისი თანხმობით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
