საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 529. სააპელაციო საჩივარი
1. სააპელაციო საჩივარი უნდა იყოს დასაბუთებული. მასში აღინიშნება: ა) სასამართლოს სახელწოდება, სადაც იგზავნება საჩივარი; ბ) საჩივრის შემტანი პირის სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საპროცესო მდგომარეობა; გ) გასაჩივრებული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო, მისი გამოტანის თარიღი; დ) განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებული დებულებანი; ე) გასაჩივრებულ დებულებათა მცდარობა და, კერძოდ, რაში გამოიხატება მათი მცდარობა; ვ) მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებანი; ზ) მტკიცებულება, მათ შორის, ახლად აღმოჩენილი, რომელიც უნდა გამოიკვლიოს სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ; თ) დამატებით წარმოდგენილი მასალები.
2. სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს იმ პირთა სია, რომელთა გამოძახებასაც აპელანტი მოითხოვს.
3. თუ საჩივარი არ შეესაბამება ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე აპელანტს აძლევს დროს 5 დღის ვადით საჩივრის ხარვეზის შესავსებად, ან ამავე მიზნით ნიშნავს დამცველს. თუ აპელანტი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი არ განიხილება, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად ამ კოდექსით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
