საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 658. საკითხები, რომლებსაც სასამართლო წყვეტს არასრულწლოვანი განსასჯელის მიმართ განაჩენის დადგენისას
Редакция №103 Сверено с действующей редакцией · 14 дек. 2018 г.
არასრულწლოვანი განსასჯელის მიმართ განაჩენის დადგენისას, გარდა 498-ე მუხლში მითითებული საკითხებისა, მოსამართლე ვალდებულია განიხილოს, საჭიროა თუ არა, პირობითი მსჯავრდების შემთხვევაში, არასრულწლოვანს დაენიშნოს საზოგადოებრივი აღმზრდელი, გამოიყენონ თუ არა მის მიმართ ისეთი სასჯელი, რომელიც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან, ან გადაუვადონ თუ არა განაჩენის აღსრულება.
