საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 659. არასრულწლოვნის მიმართ აღმზრდელობითი ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენება
1. დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობილი არასრულწლოვნის მიმართ შეიძლება სასამართლოს განაჩენით გამოიყენონ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 90-91-ე მუხლით გათვალისწინებული აღმზრდელობითი ხასიათის ერთ-ერთი იძულებითი ღონისძიება.
2. აღმზრდელობითი ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საერთო წესით. საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51 თავი LXIV (ამოღებულია) საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
