1.
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
უმაღლესი განათლების შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა ნუსხა, რომელთაც უფლება აქვთ, ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და დაფინანსდნენ, შესაბამისად, სახელმწიფო სასწავლო გრანტით ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით, განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ირიცხება განცხადებისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
4.საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ მუხლის შესაბამისად ჩარიცხული სტუდენტი დაფინანსებას მიიღებს აღნიშნულ დაწესებულებაში ჩარიცხვიდან 1 წლის განმავლობაში. სტუდენტს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაფინანსება გაუგრძელდება ყოველწლიურად (ბაკალავრი დაფინანსებას მიიღებს ჯამში 4 სასწავლო წლის განმავლობაში, ხოლო მაგისტრანტი − ჯამში 2 სასწავლო წლის განმავლობაში), თუ სტუდენტი 2019-2020 სასწავლო წელს (ბაკალავრი − აგრეთვე მომდევნო 3 სასწავლო წლის, ხოლო მაგისტრანტი − აგრეთვე მომდევნო 1 სასწავლო წლის განმავლობაში) დააგროვებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ კრედიტების რაოდენობას. საქართველოს 2019 წლის 3 ოქტომბრის კანონი №5091 – ვებგვერდი, 04.10.2019წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. მუხლი 89 15 . საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში იმ მსჯავრდებულების ჩარიცხვის საფუძველი, რომლებმაც 2019 წელს წარმატებით ჩააბარეს სამაგისტრო გამოცდები 1. იმ მსჯავრდებულებს, რომლებმაც 2019 წელს წარმატებით ჩააბარეს სამაგისტრო გამოცდები, მაგრამ ვერ მოიპოვეს უფლება, ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უფლება აქვთ, 2019-2020 სასწავლო წელს ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მინისტრის მიერ დამტკიცებული წესით.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა ნუსხა, რომელთაც უფლება აქვთ, ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ირიცხებიან განცხადებისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5279 – ვებგვერდი, 04.11.2019წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. მუხლი 89 16 . 2020 წელს სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის საფუძველი 1. აბიტურიენტი, რომელსაც სურს 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხოს სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გადის შესაბამის კონკურსს სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო უმაღლესი განათლების მისაღებად.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აბიტურიენტზე არ ვრცელდება ამ კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება. საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6498 – ვებგვერდი, 01.07.2020წ. მუხლი 89 17 . სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და მობილობის ამოქმედების ვადა ამ კანონის 43-ე მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს აღნიშნული პუნქტების ამოქმედების შემდეგ სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტზე. საქართველოს 2022 წლის 25 მაისის კანონი №1612 – ვებგვერდი, 06.06.2022წ. მუხლი 89 18 . საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით 2023 წელს გასატარებელი ღონისძიებები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია 2023 წელს გამოსცეს შესაბამისი ნორმატიული აქტი. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3957 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. მუხლი 89 19 . ზოგიერთ პირზე სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით უცხო ქვეყანაში ცხოვრების მოთხოვნის გავრცელება ამ კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და 52 1 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით უცხო ქვეყანაში ცხოვრების მოთხოვნა, უკრაინასა და ისრაელის სახელმწიფოში განხორციელებული საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლიდან ჩაირიცხნენ/ჩაირიცხებიან უკრაინის ან ისრაელის სახელმწიფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4163 – ვებგვერდი, 21.05.2024წ. მუხლი 89 20 . ონლაინუნივერსიტეტის შექმნასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალოს, 2028 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს ონლაინუნივერსიტეტის კონცეფცია/მოდელი და სტანდარტი. მუხლი 89 21 . სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ იმ პროგრამების განხორციელება, რომლებიც გათვალისწინებული არ არის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა განუსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლებაც მათ აქვთ, მიეცეთ უფლება, ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც ისინი 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ და რომლებიც გათვალისწინებული არ არის აღნიშნული ჩამონათვალით, დარჩენილი ვადის მიუხედავად, აკრედიტებულ ან არააკრედიტებულ (ავტორიზებულ) რეჟიმში განახორციელონ შემდეგი ვადების დაცვით: ა) არანაკლებ 180-კრედიტიანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა − 2029-2030 სასწავლო წლის დაწყებამდე; ბ) არანაკლებ 240-კრედიტიანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა − 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე; გ) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა − 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე; დ) სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა − 2029-2030 სასწავლო წლის დაწყებამდე; ე) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა, დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა − 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4298 – ვებგვერდი, 04.07.2024წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 4 თებერვლის კანონი №1354 – ვებგვერდი, 05.02.2026წ.
1. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც 2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის/საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის დარეგისტრირდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს აღნიშნულ გამოცდებში მონაწილეობა ან მიიღეს მონაწილეობა ამ გამოცდებში, მაგრამ ვერ მოიპოვეს უფლება, ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უფლება აქვთ, ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შესაბამისად, ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის მომზადების, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა ნუსხა, რომელთაც უფლება აქვთ, ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და დაფინანსდნენ, შესაბამისად, სახელმწიფო სასწავლო გრანტით ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით, განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ირიცხება განცხადებისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 4. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ მუხლის შესაბამისად ჩარიცხული სტუდენტი დაფინანსებას მიიღებს აღნიშნულ დაწესებულებაში ჩარიცხვიდან 1 წლის განმავლობაში. სტუდენტს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაფინანსება გაუგრძელდება ყოველწლიურად (ბაკალავრი დაფინანსებას მიიღებს ჯამში 4 სასწავლო წლის განმავლობაში, ხოლო მაგისტრანტი − ჯამში 2 სასწავლო წლის განმავლობაში), თუ სტუდენტი 2019-2020 სასწავლო წელს (ბაკალავრი − აგრეთვე მომდევნო 3 სასწავლო წლის, ხოლო მაგისტრანტი − აგრეთვე მომდევნო 1 სასწავლო წლის განმავლობაში) დააგროვებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ კრედიტების რაოდენობას. საქართველოს 2019 წლის 3 ოქტომბრის კანონი №5091 – ვებგვერდი, 04.10.2019წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. მუხლი 89 15 . საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში იმ მსჯავრდებულების ჩარიცხვის საფუძველი, რომლებმაც 2019 წელს წარმატებით ჩააბარეს სამაგისტრო გამოცდები 1. იმ მსჯავრდებულებს, რომლებმაც 2019 წელს წარმატებით ჩააბარეს სამაგისტრო გამოცდები, მაგრამ ვერ მოიპოვეს უფლება, ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უფლება აქვთ, 2019-2020 სასწავლო წელს ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მინისტრის მიერ დამტკიცებული წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა ნუსხა, რომელთაც უფლება აქვთ, ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ირიცხებიან განცხადებისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5279 – ვებგვერდი, 04.11.2019წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. მუხლი 89 16 . 2020 წელს სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის საფუძველი 1. აბიტურიენტი, რომელსაც სურს 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხოს სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გადის შესაბამის კონკურსს სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო უმაღლესი განათლების მისაღებად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აბიტურიენტზე არ ვრცელდება ამ კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება. საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6498 – ვებგვერდი, 01.07.2020წ. მუხლი 89 17 . სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და მობილობის ამოქმედების ვადა ამ კანონის 43-ე მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს აღნიშნული პუნქტების ამოქმედების შემდეგ სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტზე. საქართველოს 2022 წლის 25 მაისის კანონი №1612 – ვებგვერდი, 06.06.2022წ. მუხლი 89 18 . საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით 2023 წელს გასატარებელი ღონისძიებები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია 2023 წელს გამოსცეს შესაბამისი ნორმატიული აქტი. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3957 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. მუხლი 89 19 . ზოგიერთ პირზე სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით უცხო ქვეყანაში ცხოვრების მოთხოვნის გავრცელება ამ კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და 52 1 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით უცხო ქვეყანაში ცხოვრების მოთხოვნა, უკრაინასა და ისრაელის სახელმწიფოში განხორციელებული საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლიდან ჩაირიცხნენ/ჩაირიცხებიან უკრაინის ან ისრაელის სახელმწიფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4163 – ვებგვერდი, 21.05.2024წ. მუხლი 89 20 . ონლაინუნივერსიტეტის შექმნასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალოს, 2028 წლის 12026 იანვრამდეწლამდე შეიმუშაოს ონლაინუნივერსიტეტის კონცეფცია/მოდელი და სტანდარტი. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4298 – ვებგვერდი, 04.07.2024წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ