საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 138. გადასახადის უკანონო ჩათვლა
უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად პირის მიერ შესაბამისი საგადასახადო ანაგარიშ-ფაქტურით ან ყალბი საგადასახადო ანაგარიშ-ფაქტურით/საბაჟო დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება, – იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 მუხლი 139. საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევა 1. მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობა – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ შემდგომ განმეორებაზე – 10 000 ლარის ოდენობით.
3. მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ შემდგომ განმეორებაზე – 2 500 ლარის ოდენობით.
5. ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას ფაქტობრივად გადახდილ თანხასა და ჩეკში აღნიშნულ თანხას შორის დაფიქსირებული სხვაობის ასმაგი ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 200 ლარისა.
