საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 142^1. საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან ფინანსური ოპერაციების განხორციელების ან / და ფინანსური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავლის ნებადართული ნორმის გადამეტება
საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან ფინანსური ოპერაციების განხორციელების ან/და ფინანსური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავლის გადამეტება ერთობლივი შემოსავლის 10 პროცენტზე, – იწვევს დაჯარიმებას გადამეტებული თანხის 100 პროცენტის ოდენობით. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5911 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.31 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
