საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 142. ბანკების მიერ გადასახადის გადამხდელისათვის ანგარიშის გახსნის წესის დარღვევა და გადასახადის გადამხდელის ანგარიშებზე ოპერაციების შეჩერების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა
1. ბანკებისა და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი სხვა ორგანიზაციების მიერ გადასახადის გადამხდელისათვის / საგადასახადო აგენტისათვის საბანკო ანგარიშების გახსნა იმ დოკუმენტების წარდგენის გარეშე , რომლებითაც დასტურდება საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ( გარდა უცხოური საწარმოსი და ფიზიკური პირებისა , რომლებიც არ ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას ), აგრეთვე გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ანგარიშებზე ოპერაციების შეჩერების ან საინკასო დავალების წარდგენის შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების არსებობისას ამ გადასახადის გადამხდელისათვის სხვა ანგარიშის გახსნა , – იწვევს დაჯარიმებას გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ანგარიშებზე შესრულებული გასავლის ოპერაციების თანხის 10%- ის ოდენობით , მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა .
2. ბანკებისა და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი სხვა ორგანიზაციების მიერ გადასახადის გადამხდელისთვის საბანკო ანგარიშების პირველად გახსნის ან ამ გადასახადის გადამხდელისთვის ბოლო ანგარიშის დახურვის შესახებ ინფორმაციის საგადასახადო ორგანოში საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში (შემოსავლების სამსახურთან ხელშეკრულების დადების შემთხვევაში – ხელშეკრულებით დადგენილი პირობებითა და დადგენილ ვადებში) წარუდგენლობა, თუ ეს გამოწვეული არ არის აღნიშნული პირების მიერ ბანკებისა და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი სხვა ორგანიზაციებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, – იწვევს დაჯარიმებას თითოეულ ანგარიშზე 300 ლარის ოდენობით. 2 1 . ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ანგარიშების თაობაზე საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარდგენამდე ან მისი წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში გასავლის ოპერაციების განხორციელება, – იწვევს დაჯარიმებას გასავლის ოპერაციის თანხის 10%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა. 2 2 . თუ შემოსავლების სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საინკასო დავალების) ელექტრონულად გაცვლის შესახებ, ამ მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების დარღვევის შემთხვევაში.
