საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 197. არარეზიდენტთა შემოსავლების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან
1. არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან შემდეგი განაკვეთებით: ა) დივიდენდები – ამ კოდექსის 195-ე მუხლის მიხედვით; ბ) პროცენტები – ამ კოდექსის 196-ე მუხლის მიხედვით; გ ) საწარმოს , ორგანიზაციის ან / და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები – 4%- ით . აღნიშნული განაკვეთით იბეგრება აგრეთვე „ ნავთობისა და გაზის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებისას არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორების მიერ მიღებული შემოსავალი ; დ) გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც ამ კოდექსით ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად – 10 პროცენტით; ე) ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი – ამ კოდექსის 167-ე მუხლით განსაზღვრული განაკვეთით.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის გადასახდელები, რომლებიც გადაიხდება საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების მიერ ან მისი სახელით, ითვლება საქართველოს საწარმოს მიერ გადახდილად. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5911 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.31 თავი XXVIII საგადასახადო აღრიცხვის წესები
