1.არარეზიდენტი ფიზიკური პირის (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა) ან არარეზიდენტი საწარმოს მიერ საგადასახადო აგენტისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურება იბეგრება ამ მუხლის შესაბამისად.
2.ამ მუხლის მიხედვით საგადასახადო აგენტად ითვლება ნებისმიერი გადასახადის გადამხდელი რეზიდენტი, რომელსაც აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი.
3.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო აგენტი აწარმოებს დღგ-ის დარიცხვას მომსახურებისათვის გასაცემ თანხაზე. დღგ-ის ოდენობა განისაზღვრება ამ კარით დადგენილი განაკვეთის მიხედვით. 3 1 . თუ საგადასახადო აგენტს საქართველოს ტერიტორიის გარეთ გაწეული მომსახურების ან/და საქონლის პროდუქტი (საპროექტო დოკუმენტაცია, ტექნიკური დოკუმენტაცია, ტექნოლოგიური სქემა, პროგრამა და ა. შ.) მიეწოდება ინტერნეტით ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით და, შესაბამისად, ის არ კვეთს საქართველოს ეკონომიკურ საზღვარს ინტეგრირებული სქემის ან ინფორმაციის სხვა მატარებლის საშუალებით, მაშინ ასეთი მიწოდებისათვის გასაცემი თანხა იბეგრება დღგ-ით ამ მუხლის შესაბამისად.
4.თუ საგადასახადო აგენტი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, მან დარიცხული დღგ უნდა გადაიხადოს დღგ-ის შესახებ იმ თვის დეკლარაციის წარდგენის დროს, როდესაც გაწეული იქნა მომსახურება. ამასთანავე, დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის მიზნით საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოწერის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და საგადასახადო ორგანოს შეტყობინება ზედმეტად გადახდილი თანხის დღგ-ის უკუდაბეგვრით გადახდის ანგარიშზე გადატანის შესახებ ითვლება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურად და დღგ-ის გადამხდელს უფლებას აძლევს, განახორციელოს დღგ-ის ჩათვლა საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოწერის ან/და უკუდაბეგვრით გადახდის ანგარიშზე გადატანის საანგარიშო თვის მიხედვით.
5.თუ საგადასახადო აგენტი რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად, მან დარიცხული დღგ უნდა გადაიხადოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, არა უგვიანეს მომსახურების გაწევის თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
6.საგადასახადო აგენტი საგადასახადო ორგანოში წარადგენს ანგარიშგებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

