1.აქციზის გადამხდელია პირი , რომელიც : ა ) აწარმოებს აქციზურ საქონელს საქართველოში – თავის მიერ წარმოებულ საქონელზე ; ბ ) ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს საქართველოში – თავის მიერ განხორციელებულ იმპორტზე ; გ ) ახორციელებს აქციზური საქონლის ექსპორტს – თავის მიერ განხორციელებულ ექსპორტზე ; დ ) ახორციელებს ბუნებრივი აიროვანი კონდენსატის ან / და ბუნებრივი აირის მიწოდებას ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის – ასეთ მიწოდებაზე ; ე ) ახორციელებს აქციზური საქონლის დროებით შემოტანას საქართველოში – თავის მიერ განხორციელებულ დროებით შემოტანაზე ; ვ) ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
