საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 252^1. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ - ის თანხის დაბრუნება
1. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შეძენილი საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას უფლება აქვთ დაიბრუნონ ამ საქონლისათვის გადახდილი დღგ - ის თანხა .
2. დღგ - ის თანხის დაბრუნება ხდება საქონლის უფლებამოსილი გამყიდველის მიერ გამოწერილი სპეციალური ქვითრის საფუძველზე , რომელიც არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის , მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი .
3. დღგ - ის თანხის დაბრუნება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ : ა ) საქართველოს ტერიტორიიდან საქონლის გატანა ხორციელდება მისი შეძენიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში ; ბ ) შეძენილი საქონლის ღირებულება ერთი ქვითრის მიხედვით აღემატება 400 ლარს ( დღგ - ის გარეშე ).
4. დღგ-ის თანხის დაბრუნების წესს, კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საქონლის უფლებამოსილი გამყიდველი, აგრეთვე იმ საქონლის ნუსხას, რომელზედაც არ ვრცელდება ეს მუხლი, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1910 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.220 კარი XI აქციზი თავი XXXVIII აქციზი
