საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 92. გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა
1. ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებები ჩამოიწერება, თუ: ა) იგი აღიარებულია უიმედო საგადასახადო დავალიანებად; ბ) საგადასახადო ვალდებულებები შეწყვეტილია ამ კოდექსის 62-ე მუხლის ან საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების საფუძველზე.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის დასკვნის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
3. თუ პირი, რომელსაც ჩამოეწერა უიმედო საგადასახადო დავალიანება, აგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას ან/და დადგინდა, რომ მას აქვს ქონება, მაშინ ამ პირის მიმართ განახლდება ადრე ჩამოწერილი საგადასახადო ვალდებულების მოქმედება, საურავის დარიცხვა და ჯარიმის დაკისრება. კარი V საგადასახადო ანგარიშგება თავი XII გადასახადით დასაბეგრი ობიექტების აღრიცხვა და საგადასახადო ანგარიშგება
