1. სათემო მაუწყებლობის, კერძო მაუწყებლობის, საუნივერსიტეტო მაუწყებლობის, კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ან გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების განხორციელების მსურველი პირი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია. 1 1 . ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განხორციელების მსურველი პირი კომისიას წარუდგენს ავტორიზაციის შეტყობინებას, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია. პირი ავტორიზებულად მიიჩნევა და უფლება აქვს, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განხორციელება (მიწოდება) დაიწყოს კომისიისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტორიზაციის შეტყობინების წარდგენის დღიდან. 1 2 . ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განხორციელების მსურველი პირის მიერ კომისიისთვის ავტორიზაციის შეტყობინების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ამოწმებს ავტორიზაციის შეტყობინების საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას და, თუ აღნიშნული ავტორიზაციის შეტყობინება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, ამ პირს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში არეგისტრირებს. 1 3 . თუ ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განხორციელების მსურველი პირის მიერ კომისიისთვის წარდგენილი შეტყობინება არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, კომისია ადგენს ხარვეზს და ამ პირს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ 5 სამუშაო დღის ვადას. კომისია უფლებამოსილია დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ვადა მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 15 სამუშაო დღით გააგრძელოს. 1 4 . ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განხორციელების მსურველი პირის მიერ ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში კომისია მას ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში არეგისტრირებს. საწინააღმდეგო შემთხვევაში კომისია ავტორიზაციის შეტყობინებას განუხილველად ტოვებს და აღნიშნულ პირს საქმიანობის ავტორიზაციის გარეშე განხორციელების მოსალოდნელ შედეგებს განუმარტავს.
Правовая карта
Нажмите, чтобы открыть
СсылкаБлизко по смыслуმაუწყებლობის შესახებელექტრონული კომუნიკაცი…ენერგეტიკისა და წყალმო…უმაღლესი განათლების შე…განათლების ხარისხის გა…
Только для информации — не юридическая консультация.
2. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაციის მსურველი პირის განცხადებაში მითითებული უნდა იყოს: ა) ფიზიკური პირისთვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა; ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა თაობაზე, რომლებიც აქციების 5%-ს ან 5%-ზე მეტს ფლობენ; გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საიდენტიფიკაციო მონაცემები და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი; დ) განსახორციელებელი მაუწყებლობის სახე, სახეობა და ქვესახეობა, რომელთა ავტორიზაციასაც ავტორიზაციის მსურველი ითხოვს; ე) მაუწყებლობის ენა/ენები; ვ) დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა. იგი საეთერო ტელემაუწყებლობის შემთხვევაში 12 საათი უნდა იყოს; ზ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია; თ) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა; ი) განსახორციელებელი საქმიანობის მოკლე აღწერილობა; კ) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში.
3. გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის მსურველი პირის განცხადებაში მითითებული უნდა იყოს: ა) ფიზიკური პირისთვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა; ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა თაობაზე, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც აქციების 5%-ს ან 5%-ზე მეტს ფლობენ; გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საიდენტიფიკაციო მონაცემები და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი; დ) ვებგვერდის მისამართი, აგრეთვე ინფორმაცია გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების მიზნით გამოყენებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების შესახებ; ე) განსახორციელებელი საქმიანობის მოკლე აღწერილობა; ვ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების თემატიკა.
4. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განხორციელების მსურველი პირის მიერ კომისიისთვის წარდგენილ ავტორიზაციის შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს: ა) ფიზიკური პირისთვის – სახელი და გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა; ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა თაობაზე, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც აქციების 5%-ს ან 5%-ზე მეტს ფლობენ; გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საიდენტიფიკაციო მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი; დ) მომსახურების შესახებ მონაცემები, ხოლო თუ ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება სხვა მომსახურების ნაწილია − აღნიშნული მომსახურების თაობაზე მონაცემები; ე) უფლებამოსილი საკონტაქტო პირის მონაცემები; ვ) მომსახურების აღწერა, მათ შორის, მონაცემები იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც მომსახურება ამ კანონის მე-2 მუხლის „ს 4 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურებას მიეკუთვნება, მომსახურების გავრცელების საშუალება; ზ) ინფორმაცია ამ კანონის პირველი მუხლის მე-7−მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც მომსახურებაზე ვრცელდება ამ კანონის მოქმედება; თ) ვებგვერდის მისამართი, აგრეთვე ინფორმაცია ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განხორციელების (მიწოდების) მიზნით გამოყენებული საშუალებების შესახებ; ი) ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განხორციელების მსურველი პირის მიერ კომისიისთვის წარსადგენი ავტორიზაციის შეტყობინების ფორმის დამტკიცების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.
5. მედიამომსახურების სფეროში ავტორიზაციის მსურველი პირის განცხადებას უნდა დაერთოს: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ფიზიკური პირის შემთხვევაში − შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი; საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები; ბ) შესაბამისობის დეკლარაცია; გ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაცია; დ) განსახორციელებელი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ან რადიომაუწყებლობის კონცეფცია; ე) ფიზიკური პირისთვის − ამ პირისა და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი დეკლარაცია; ვ) კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის − ცნობა ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების თაობაზე, ინფორმაცია განთავსებული კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაციები; ზ) საუნივერსიტეტო მაუწყებლობის განხორციელების მსურველი პირისთვის − ამ პუნქტის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ავტორიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (მისი არსებობის შემთხვევაში).
6. განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ახორციელებს პირთა ავტორიზაციას ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციით. ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეიტანება შესაბამისობის დეკლარაციის მონაცემებიც და დეკლარაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის.
7. თუ საავტორიზაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისთვის განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღის ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის. თუ განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს ვადას დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისთვის, პირი ავტორიზებულად ჩაითვლება.
8. ავტორიზებულ პირზე 3 სამუშაო დღის ვადაში გაიცემა ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
9. თუ ავტორიზებული პირი წყვეტს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდებას, ან ავტორიზებულ პირს განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირება, ავტორიზებული პირი ვალდებულია აღნიშნული 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირების თაობაზე მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.
10. ავტორიზაცია ხორციელდება განუსაზღვრელი ვადით.
11. პირს უფლება აქვს, მედიამომსახურების განხორციელება (მიწოდება) დაიწყოს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის დღიდან.
12. ავტორიზებული პირი ვალდებულია: ა) დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა; ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაში/მის მიერ კომისიისთვის წარდგენილ ავტორიზაციის შეტყობინებაშია ასახული; გ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ; დ) თუ იგი არის მაუწყებელი, ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, ხოლო თუ ავტორიზებული პირი არის გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი, მაშინ იგი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარ კატალოგებში განთავსებული პროგრამების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება და კომისიისთვის ორ კვირაში ერთხელ მიწოდება; ე) (ამოღებულია - 30.06.2023, №3448) ; ვ) კომისიას წარუდგინოს პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
13. საქართველოში ავტორიზებულმა პირმა თავის ვებგვერდზე უნდა უზრუნველყოს სულ მცირე შემდეგი ინფორმაციის მარტივი და მუდმივი ხელმისაწვდომობა: ა) ავტორიზებული პირის სახელი; ბ) ავტორიზებული პირის იურიდიული მისამართი და ფაქტობრივი მისამართი; გ) ავტორიზებული პირის საკონტაქტო მონაცემები, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, რაც უზრუნველყოფს მასთან სწრაფი და ეფექტიანი დაკავშირების შესაძლებლობას; დ) ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომისია არის ის კომპეტენტური მარეგულირებელი ორგანო, რომელსაც ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა შეუძლია მიმართოს ავტორიზებული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დარღვევის ჩადენის შემთხვევაში.
14. კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია: ა) ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ მითითებული ვადით; ბ) საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად: ბ.ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას; ბ.ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას; ბ.გ) არ იხდის რეგულირების საფასურს; გ) საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისთვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა.
15. ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს ავტორიზებული საქმიანობის აკრძალვას მის განახლებამდე.
16. ავტორიზაცია შეჩერდება: ა) ავტორიზებული პირის მიერ მითითებული ვადით; ბ) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისთვის წარდგენამდე; გ) დარღვევის აღმოფხვრამდე.
17. ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით, მოტივისა და საფუძვლის მითითებით ეცნობება ავტორიზებულ პირს.
18. ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტორიზაციის შეჩერებისას მედიამომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაცია განახლდება კომისიის მიერ ავტორიზებული პირის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან, ხოლო ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაცია − ავტორიზებული პირის მიერ ავტორიზაციის შეჩერებისთვის მითითებული ვადის ამოწურვისთანავე ან ამ პირის მიერ კომისიისთვის ავტორიზაციის განახლების შესახებ ინფორმაციის წარდგენისთანავე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია ავტორიზებულ პირს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ატარებს ავტორიზაციის განახლების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
19. ამ მუხლის მე-14 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზაცია განახლდება ავტორიზებული პირის მიერ დარღვევის აღმოფხვრის დადასტურებიდან 7 დღის ვადაში კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან.
20. ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ მედიამომსახურების განახლება ხდება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების შემდეგ კომისიისთვის საქმიანობის განახლების შესახებ შეტყობინების გაგზავნისა და კომისიის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემდეგ.
21. ავტორიზაცია გაუქმდება: ა) ავტორიზებული პირის განცხადების საფუძველზე. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე ყველა კანონისმიერი ვალდებულება უნდა ჰქონდეს შესრულებული; ბ) ავტორიზებული პირის გარდაცვალებისას ან ლიკვიდაციისას.
22. ავტორიზაციის გაუქმება არ აბრკოლებს პირს, ხელახლა გაიაროს ავტორიზაცია კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3691 - ვებგვერდი, 15.06.2015წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5020 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4547 – ვებგვერდი, 10.05.2019წ. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №881 – ვებგვერდი, 04.08.2021წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3448 – ვებგვერდი, 18.07.2023წ. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №390 - ვებგვერდი, 02.04.2025წ. თავი IV 1 . გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ. მუხლი 45 2 . გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან, არასრულწლოვანებსა და ევროპული წარმოების პროდუქციასთან დაკავშირებით 1. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განგრძობითად და პროგრესირებადად უზრუნველყოს საკუთარი პროგრამების კატალოგში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული პროგრამების კომისიის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად განთავსება.
2. თუ გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ფარგლებში ხორციელდება ისეთი პროგრამების გავრცელება, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანთა ფიზიკურ, გონებრივ და მორალურ განვითარებას, ასეთი პროგრამები უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ არასრულწლოვანებმა ეს პროგრამები, როგორც წესი, ვერ ნახონ ან ვერ მოისმინონ. ასეთი პროგრამები შესაძლებელია განთავსდეს მხოლოდ შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების თანხლებით. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ფარგლებში გავრცელებული პროგრამების შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების წესები დგინდება ამ კანონითა და კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
3. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა შეთავაზებული პროგრამების კატალოგის არანაკლებ 30% უნდა დაუთმოს ევროპული წარმოების პროდუქციას და უნდა უზრუნველყოს პროგრამების კატალოგში მისი თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლებზე, რომლებსაც დაბალი შემოსავალი აქვთ ან მცირერიცხოვანი აუდიტორია ჰყავთ. ამ პუნქტის მიზნებისთვის დაბალი შემოსავალი და მცირერიცხოვანი აუდიტორია განისაზღვრება კომისიის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3448 – ვებგვერდი, 18.07.2023წ. თავი IV 2 . მედიამომსახურებების მიღება, გავრცელება და ტრანზიტი საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ. მუხლი 45 3 . მედიამომსახურებების მიღება და გავრცელება 1. საქართველოს ტერიტორიაზე ნებადართულია სხვა სახელმწიფოებში ავტორიზებული/ლიცენზირებული მედიამომსახურებების თავისუფალი მიღება და შეუზღუდავი გავრცელება.
2. კომისია უფლებამოსილია შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დროებით არ დაუშვას საქართველოს ტერიტორიაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მედიამომსახურების გავრცელება, თუ აღნიშნული მედიამომსახურების მიმწოდებელი აშკარად და უხეშად არღვევს ამ კანონის 56 1 და 56 2 მუხლების მოთხოვნებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას და ამ პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა ბოლო 1 წლის განმავლობაში არანაკლებ ორჯერ ჩაიდინა.
3. კომისიამ მედიამომსახურების მიმწოდებელს წერილობით უნდა შეატყობინოს სავარაუდო დარღვევისა და იმ ღონისძიებების შესახებ, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს კომისია იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა კვლავ განმეორდება. კომისიამ მედიამომსახურების მიმწოდებელს უნდა მისცეს შესაძლებლობა, კომისიის სხდომაზე როგორც წერილობით, ისე ზეპირად წარადგინოს საკუთარი მოსაზრება სავარაუდო დარღვევის შესახებ.
4. (ამოღებულია - 30.06.2023, №3448) . საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3448 – ვებგვერდი, 18.07.2023წ. თავი IV 3 . ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ. მუხლი 45 4 . ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები არასათანადო ვიდეორგოლის, პროგრამისა და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის გავრცელებასთან დაკავშირებით ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რათა დაიცვას საზოგადოება აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით ისეთი ვიდეორგოლის, პროგრამის ან აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის გავრცელებისგან: ა) რომელმაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანის ფიზიკურ, გონებრივ ან მორალურ განვითარებას; ბ) რომელიც ახდენს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, სქესის, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ვიდეორგოლის, პროგრამის ან აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა. ვიდეორგოლი, პროგრამა ან აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიძულვილის ენის შემცველად მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო; გ) რომლის გავრცელება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული დანაშაულის − ტერორიზმისაკენ საჯაროდ მოწოდების, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელების, რასობრივი დისკრიმინაციის ან ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევის − ნიშნებს. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3448 – ვებგვერდი, 18.07.2023წ. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №434– ვებგვერდი, 04.04.2025წ. მუხლი 45 5 . ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები აუდიოვიზუალურ სარეკლამო კომუნიკაციასთან დაკავშირებით 1. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები იმ აუდიოვიზუალურ სარეკლამო კომუნიკაციასთან დაკავშირებით, რომლის მარკეტინგს, გაყიდვას და ორგანიზებას იგი ახორციელებს.
2. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ამ კანონით განსაზღვრული ღონისძიებები, რათა დაცული იყოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები იმ აუდიოვიზუალურ სარეკლამო კომუნიკაციასთან დაკავშირებით, რომლის მარკეტინგს, გაყიდვას და ორგანიზებას იგი არ ახორციელებს.
3. აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია ადვილად ამოსაცნობი უნდა იყოს. ფარული აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია აკრძალულია; ბ) აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის განთავსებისას გამოყენებული არ უნდა იყოს ქვეცნობიერზე ზეგავლენის მომხდენი ტექნიკა; გ) აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია: გ.ა) არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას; გ.ბ) არ უნდა შეიცავდეს ან ახდენდეს წახალისებას სქესის, რასობრივი ან ეთნიკური წარმომავლობის, ეროვნების, რელიგიის ან რწმენის, შეზღუდული შესაძლებლობის, ასაკის ან სექსუალური ორიენტაციის ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციისას; გ.გ) არ უნდა შეიცავდეს ისეთი ქცევის წახალისებას, რომელიც ზიანს აყენებს ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას; გ.დ) არ უნდა შეიცავდეს ისეთი ქცევის წახალისებას, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს; დ) სიგარეტისა და თამბაქოს სხვა ნაწარმის, აგრეთვე ელექტრონული სიგარეტისა და კონტეინერების აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის ყველა ფორმა აკრძალულია; ე) ალკოჰოლური სასმელების აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია მიმართული არ უნდა იყოს კონკრეტულად არასრულწლოვანებისკენ და მან არ უნდა წაახალისოს ასეთი სასმელების ჭარბი მოხმარება; ვ) აკრძალულია იმ მედიკამენტებისა და სამკურნალო საშუალებების აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია, რომლებიც რეცეპტით გაიცემა; ზ) აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია არ უნდა აყენებდეს არასრულწლოვანებს ფიზიკურ, გონებრივ ან მორალურ ზიანს, იგი პირდაპირ არ უნდა მოუწოდებდეს არასრულწლოვანებს, შეიძინონ პროდუქტი ან მომსახურება მათი გამოუცდელობის ან ნდობის გამოყენებით, პირდაპირ არ უნდა წაახალისოს ისინი, რომ დაარწმუნონ მშობლები ან სხვები, რათა შეიძინონ რეკლამირებული საქონელი ან მომსახურება, არ უნდა გამოიყენოს არასრულწლოვანების განსაკუთრებული დამოკიდებულება მშობლების, მასწავლებლების ან სხვა პირების მიმართ, არ უნდა ჩააგდოს არასრულწლოვანები სახიფათო მდგომარეობაში. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ. მუხლი 45 6 . ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებების შესრულების ღონისძიებები ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელმა ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად უნდა განახორციელოს და შეიმუშაოს შემდეგი ღონისძიებები და მექანიზმები: ა) მომხმარებლების გენერირებული ვიდეორგოლების, პროგრამებისა და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების ასახვა მომსახურების მიწოდების პირობებსა და წესებში; ბ) ისეთი ფუნქციის შექმნა, რომლის მეშვეობითაც ვიდეორგოლების ამტვირთავი მომხმარებლები შეძლებენ იმის დეკლარირებას, რომ ვიდეორგოლები შეიცავს აუდიოვიზუალურ სარეკლამო კომუნიკაციას, რამდენადაც მათ იციან ან უნდა იცოდნენ ამის შესახებ; გ) ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომხმარებლისთვის გამჭვირვალე და მოსახერხებელი მექანიზმების შექმნა და ფუნქციონირება, რათა მომხმარებელმა შეატყობინოს ან მიანიშნოს ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელს მასალის ამ კანონის დარღვევით განთავსების შესახებ, აგრეთვე აღნიშნულ პლატფორმაზე არსებული რეიტინგის მეშვეობით შეაფასოს ეს მასალა; დ) ისეთი ფუნქციონირებადი სისტემის შექმნა, რომლის მეშვეობითაც ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი აუხსნის ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომხმარებლებს ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებისა და მინიშნების შედეგებს; ე) ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომხმარებლებისთვის ასაკის გადამოწმებისა და მშობლის კონტროლის სისტემების შექმნა ისეთ მასალასთან მიმართებით, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანთა ფიზიკურ, გონებრივ ან მორალურ განვითარებას; ვ) მომხმარებელთა საჩივრების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების გამჭვირვალე, ადვილად გამოსაყენებელი და ეფექტიანი პროცედურების შემუშავება და ფუნქციონირება; ზ) მედიაწიგნიერების მიმართულებით ეფექტიანი ღონისძიებებისა და ინსტრუმენტების უზრუნველყოფა და ამ ღონისძიებებისა და ინსტრუმენტების შესახებ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3448 – ვებგვერდი, 18.07.2023წ. მუხლი 45 7 . ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ადეკვატურობა და პროპორციულობა 1. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ განსახორციელებელი ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა იყოს ადეკვატური და პროპორციული. ღონისძიებების პირობები და მოცულობა განისაზღვრება პლატფორმაზე განთავსებული მასალის ბუნების შესაბამისად, გაითვალისწინება მასალის განთავსებით გამოწვეული სავარაუდო ზიანი, დასაცავ პირთა ჯგუფის მახასიათებლები, აგრეთვე ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების, ვიდეოგაზიარების პლატფორმაზე მასალის ამტვირთავი მომხმარებლებისა და საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესები.
2. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ადეკვატურობას აფასებს კომისია, მათ შორის, ამ მომსახურების მიმწოდებლის ზომის, მის მიერ შეთავაზებული მომსახურების ბუნებისა და მომხმარებელთა რაოდენობის გათვალისწინებით. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3448 – ვებგვერდი, 18.07.2023წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах