„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის
Статья 17. პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა
აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, რომელიც თავისი სახელით ახორციელებს აუდიტორულ საქმიანობას, ვალდებულია სუბიექტის მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობით გამოწვეული შესაძლო მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით დააზღვიოს თავისი პროფესიული პასუხისმგებლობა არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობით. პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის წესს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით ადგენს სამსახური.
